aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შენ რომ გაგიტეხონ თავი, რას იზამ, ასე დადგები?!”- რას ამბობს შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის დეიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, არასრულწლოვნის ლ.შ-ის ახლობელი აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით, საიდანაც “ნახალოვკელებთან” დახმარების მიზნით ზარი განხორციელდა, სხვა სარგებლობდა.

“ნეტავ შეიძლებოდეს ხმის ამორება, ხომ შეიძლება, ჩემი ტელეფონი სხვამ გამოიყენა, ნეტავ შეიძლებოდეს ხმის ამოღება,”- აცხადებს ტვ “პიტველთან” ლ.შ.-ს დეიდა.

არასწრულწლოვნის დეიდა იმასაც აცხადებს, რომ დაპირისპირება შურისძიების მოტივით დაგეგმეს, რადგან მოხდა.

“საიდან წამოვიდა ეს ამბავი, ამას არავინ ახსენებს? შენ რომ გაგიტეხონ თავი, რას იზამ, ასე დადგები?! გამორიცხულია, საქართველოში პოლიციაში დარეკვა და ეს ჩემზე ყველამ კარგად იცის,”- აცხადებს ლ.შ-ს დეიდა.

გამოძიებით დადგენილია, ლ.შ. და მასთან მყოფი გიორგი მერაბიშვილიც აგარაკიდან წამოსულ 6 ახალგაზრდას უკან მოყვებოდნენ.  ამ დროს “ნახალოვლელები” თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ღამის 00:30 საათზე წავიდნენ.  იუბილარი ანი გაბეჩავას უახლოესი არასწრულწლოვანი მეგობრი ლ.შ თბილისიდან წამოსულ “ნახალოვკელებს” ურეკავდა და შაქარაშვილისა და მისი მეგობრების გადაადგილების მარშრუტს გადასცემდა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პატიმრობაქში დატოვა.

იტვირთბა....