ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ჭავჭავაძის გამზირს ლექსი მიუძღვნა

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს ლექსი მიუძღვნა. ყუბანეიშვილმა ლექსი “მთავარი არხის” ეთერში წაიკითხა.

როგორც პოეტი აცხადებს, ის რაც, დღეს წავწაბაძის გამზირზე ხდება, მერიის მხრიდან მთელი ქალაქის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

“აღარაფერს აღარ ვამბობ ავჭალაზე, სადაც არ მყავს უამრავი ნაცნობები, 

ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები

აქ სიხარბემ საღი გონი გადაძლია, და წაშალა რაც კი იყო ღირებული, 

დამნაშავე რა თქმა უნდა კალაძეა, ქალაქია რომ პარალიზირებული”.

ცნობისთვის, დღეს დილიდან მოძრაობა პარალიზებულია. ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ გამზირზე მოძრაობის ახალი სქემა, შევიწროებული საავტომობილო გზა და ე.წ კუნძულები, რომელიც გააფართოვეს, სატრანსპორტო კოლაფსის მიზეზი გახდა.

იტვირთბა....