მთავარი ციტატა

“ზურაბიშვილმა ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს თავისი ჭკუით…”

“საქართველოს პუტინის რეკომენდაციით დასმული პრეზიდენტის უარით, შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, მან ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს თავისი ჭკუით. იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის წინ შეიწყალა პოლიციელის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები, მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის მასშტაბებს, თუმცა, ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან”

შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ის გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

იტვირთბა....