უკვე მე-15 დღეა,რაც სვანეთში დაკარგულ მოზარდს, ილია ფილფანს უშედეგოდ ეძებენ. 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.
ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს გუშინ შეხვდნენ. მათ ილია ფილფანის მშობლებს გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.