“გიორგი რურუა სისტემის მსხვერპლია. ვფიქრობ, პრეზიდენტს, რომელმაც უკვე გადადგა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების, დღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს როგორც ზეპარტიულ სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულ ადამიანს. მგონია და ვიმედოვნებ, რომ ამ შანსს პრეზიდენტი ხელიდან არ გაუშვებს.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.