ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ აგრძელებს

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

1 და 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ორი ღია კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა თაობისა და მიმართულების შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, 1 აგვისტოს, 19:00  საათზე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგება.

მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალ კვირას უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.

პროექტის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

იტვირთბა....