მთავარი ციტატა

“შეცვლილი ჩვენებები დაუშვებელი მტკიცებულებაა და მათ დაუშვებლად ცნობას მოვითხოვთ”- შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

“რაც შეეხება მოლოდინს, მოგეხსენებათ, ეს ის მოსამართლეა, რომელმაც პირველ წარდგენაზე 17-ვეს პატიმრობა დაუტოვა, ამიტომ მოლოდინი, რომ არსებითად შეიცვლება პროცესი, არ მაქვს. შეცვლილი ჩვენებები დაუშვებელი მტკიცებულებაა და შეცვლილი ჩვენებების დაუშვებლად ცნობას მოვითხოვთ.”

გიორგი გელხაური – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან მცხეთის სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს იმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

იტვირთბა....