საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატება ბევრმა ქვეყანამ აღიარა. მისი თქმით, ახლა მთავარი საკითხი ეკონომიკური გამოწვევაა და ხელისუფლება ცდილობს სწრაფად გახსნას ეკონომიკა.
“ძალიან ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება, ძალიან პასუხისმგებლიანი და ეფექტური მართვა კოვიდ 19-ის კრიზისისა.
ასევე ჩვენ ვაფასებთ ქართული საზოგადოების რეაქციას და გაგებით დამოკიდებულებას მთავრობის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახლა რჩება მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური გამოწვევა და ვხედავ, რომ მთავრობა ამას პასუხისმგებლობით უდგება და ცდილობს სწრაფად მოხდეს ეკონომიკის გამოცოცხლება”, – განაცხადა დეგნანმა.