ახალი ამბები მთავარი

“იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რურუას საკითხთან დაკავშირებით, ეს გააკეთა დამოუკიდებლად”- კელი დეგნანი

იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რურუას საკითხთან დაკავშირებით, მიიღო დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე , – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე გარკვეული კითხვები არსებობდა, მათ შორის, კითხვები იყო დაკავების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით.

“იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვჭერით გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება დამოუკიდებლად და სამართლიანად”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის“ ერთ-ერთ მოწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4- წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

იტვირთბა....