„30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, კომუნისტური წყობის სახით, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი. მაშინ ჩვენ ურჩხული დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა დღემდე ვერ შევძელით გათავისუფლება დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსაც თავს გვახვევენ მატყუარა პოლიტიკოსები. დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ვიყოთ დამარცხებული ქვეყანა, ისე, თითქოს არ შეგვიძლია, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. ამიტომ დღევანდელი მმართველი გუნდი, როგორც პოლიტიკური ურჩხული, ისევ გვყავს დასამარცხებელი.”
ბადრი ჯაფარიძე – პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ჯაფარიძემ აბაშაში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.