ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემოწმებული 850 სალონიდან და ესთეტიკის ცენტრიდან უსაფრთხოების სტანდარტები მხოლოდ 343-მა დააკმაყოფილა” – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე 2775 სასტუმრო შემოწმდა. აქედან მოთხოვნა 1334-მა ობიექტმა დააკმაყოფილა.

სილამაზის სალონებთან დაკავშირებით კი, ჯანდაცვის სამინისტროშ აცხადებენ, რომ შემოწმებული 850 ობიექტიდან მოთხოვნები 343-მა ობიექტმა დააკმაყოფილა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიზნესსუბიექტებს გაფრთხილება ეძლევათ, დარღვევის გამეორება კი უკვე ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.

იტვირთბა....