“ყველასთან მოვა უსამართლობა, თუ თქვენ ამას შეეგუებით. ქვეყანაში მთავარი ღირებულება არის ხე, ივანიშვილის ხეს უფრო წინ დააყენებენ, ვიდრე ადამიანებსა და ადამიანების უფლებებს. სხვა არაფერი არ აინტერესებთ, არც ადამიანის უფლებები, არც დასავლელი პარტნიორები.”
ლევან სამუშია – ადვოკატი
ამის შესახებ ლევან სამუშიამ “დღის ამბებში” გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამუშიას თქმით, დასავლელი პარტნიორები ახდენენ ზეგავლენას და მაქსიმალურად ცდილობენ გააკონტროლონ “ქართული ოცნება”.