მთავარი ციტატა

“მე მეგონა, მოსამართლე რურუას 5 წელს მიუსჯიდა, აღმოჩნდა, 4 წელი მიუსაჯა”- რურუას ადვოკატი

“მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ნახეთ, რომ თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ მე მეგონა 5 წელს მიუსჯიდა მოსამართლე, აღმოჩნდა რომ 4 წელი მიუსაჯა.”

დიმიტრი საძაგლიშვილი – „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატი

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით,  არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დამნაშავეობას დაადასტურებდა და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულებს.

ცნობისთვის, სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....