ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაშაძე ნაცმოძრაობას კვოტებს სთხოვდა ფულის სანაცვლოდ, აბა ისე ვაშაძე ვის რად უნდა” – ჭიჭინაძე

გიორგი ვაშაძე ბიზნესში არასოდეს ყოფილა და სულ პოლიტიკაშია, სამაგიეროდ ახლო ნათესავი ჰყავს “მთავარი ქისა” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობას” კვოტებს სთხოვდა ფულის სანაცვლოდ.

“მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ე.წ. ერთობა დაინგრეოდა.

გიორგი ვაშაძე კი, უბრალოდ არასერიოზული ადამიანია. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც თამაშობ ვიღაცის თამაშს, ბოლომდე მაინც უნდა ითამაშო… თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეყოთ გონება არ დათანხმებოდნენ იმ უწესო წინადადებებს, რომელსაც გიორგი ვაშაძე მათ სთავაზობდა.

ის ითხოვდა კვოტებს ფულის სანაცვლოდ, აბა ისე ვაშაძე ვის რად უნდა. “ნაციონალებმა“ უარი უთხრეს, ვაშაძესაც არაფერიც აღარ დარჩა.

ისე ფულს ვინ იძლევა ამ ქვეყანაში ყველამ ვიცით. შესაბამისად ზუსტად იქიდან აქვს გიორგი ვაშაძესაც ამხელა დაფინანსება! აბა ის ბიზნესში არასოდეს ყოფილა და სულ პოლიტიკაშია, სამაგიეროდ ახლო ნათესავი ჰყავს “მთავარი ქისა”.

ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ჩემს ოლქში მე „ქართულ ოცნების“ ორ კანდიდატს ვუპირისპირდები.“- განაცხადა ჭიჭინაძე.

იტვირთბა....