ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმე 24 ტომამდე გაიზრდა – 31 ივლისს საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული

გიორგი შაქარაშვილის საქმე 24 ტომამდე გაიზრდა. თუ რა დევს ახალ 2 ტომში უცნობია. ანი გაბეჩავას მეგობრები ბოლო რამდენიმე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად იკითხებიან, თუმცა, რა ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას, მედიისთვის უცნობია.

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17-ვე პირი პატიმრობაში რჩება.

2 დღეა დარჩენილი საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომამდე. ადვოკატები პროცესზე მათ გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

პარასკევს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

იტვირთბა....