ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამომიწვიეთ? – კი ბატონო! ომი გინდოდათ? – მზად ვარ!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, გამოწვევა მიღებულია. სოციალურ ქსლეში ის გიორგი შაქარაშვილის საქმის ირგვლივ საუბრობს.

“გამომიწვიეთ? – კი ბატონო! ომი გინდოდათ? – მზად ვარ!
გაგაფრთხილეთ თუ არა, რომ მზე ლომის ზოდიაქოშია, მთვარე მორიელში და ახლა ვარ განსაკუთრებით საშიში თქო?!
დაიჯერეთ!? – არ დაიჯერეთ!
არ მოგასვენათ გამჩენმა ხო?
დამელოდესთ სამშაბათს – სულ სხვა თემით და სულ სხვა სკანდალით!” – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....