“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ორი “კრიმინალური ავტორიტეტი” დააკავეს.
შსს-მ გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ წარსულში ნასამართლევი ლ.ბ. და კ.კ “კანონიერი ქურდების” მითითებებს ასრულებდნენ.
უწყების ინფორმაციით, ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და “ქურდული გარჩევის” გზით, “კანონიერი ქურდების” დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.