ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, დაზარალებულს, შვილმკვდარ მამას, თხოვნა მაქვს შსს-მ წაიღოს ეს საქმე” – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

“როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, დაზარალებულს, შვილმკვდარ მამას, თხოვნა მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაიღოს ეს საქმე, თუ არა, ჩაერთვება ერი და მერე ვნახოთ. როგორც კი გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალური ბიურო ჩავრთეთ, უცებ კომპიუტერი გახსნეს. მივმართავ ყველანაირ ძალას, გზა გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა. აღარ მჯერა ამ გამოძიების.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილიდაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა

რაც შეეხება გარდაცვლილის იდენტიფიკაციისთვის, დნმ-ს ჩატარების შესახებ მედიით გავრცელებულ მის განცხადებასბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....