ახალი ამბები მთავარი სამართალი

“წაიშალა ფეისბუქი, ეს ძალიან დიდ ეჭვებზე მიმანიშნებს, რომ ხელოვნურად ხდება რაღაცების გაქრობა” – ბაჩალიაშვილის დედა

მოთხოვნა მაქვს, რომ ჩაერთოს ფედერალური ბიურო, ვინაიდან ჩვენი მთავრობა უძლურია ამ საქმის გამოძიებაში – ამის შესახებ, დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამისტის კომპიუტერის გახსნა ადვოკატის გარეშე და “ფეისბუქის” წაშლა გარკვეულ ეჭვებზე მიანიშნებს.

“თამარის კომპიუტერი გაიხსნა ადვოკატის დასწრების გარეშე. წაიშალა ფეისბუქი, ეს ძალიან დიდ ეჭვებზე მიმანიშნებს, რომ ხელოვნურად რაღაცების გაქრობა ხდება. მე მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართულობას, ვინაიდან სანამ გზა არ გადავკეტეთ, მანქანა არ გამოჩნდა და რომ მოვითხოვე ფედერალური ბიუროს ჩართულობა, იმ დღესვე გაიხსნა კომპიუტერი ადვოკატის გარეშე.

ფედერალური ბიურო რომ ჩაერთვება, თავისთავად აღდგენა მოხდება. არაფერს არ გამოვრიცხავ, მთავარია გამოიკვეთოს, რომ ჩემ შვილს თავი არ მოუკლავს, რომც დამხვრიტონ, ამას მაინც არ ვაღიარებ. მოთხოვნა მაქვს, რომ ჩაერთოს ფედერალური ბიურო, ვინაიდან ჩვენი მთავრობა უძლურია ამ საქმის გამოძიებაში”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....