დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახალი დეტალი ხდება ცნობილი – მაწევანში მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე აცხადებს, რომ გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომობილით სოფელში დაინახა.
როგორც ელბაქიძე აცხადებს, ამის შესახებ პოლიციას მიმართეს და სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ავტომობილი იმ ტერიტორიაზე არ იყო, სადაც 22 ივლისს იპოვეს.
„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც გარდაცვლილი იპოვეს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით უფროსებს და პოლიციასაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, – აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.