ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღია ცის ქვეშ რომ დავრჩე და დამჭირდეს სახლის გაყიდვა, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ჩავალ სტრასბურგამდე” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რომ დავრჩე ღია ცის ქვეშ და დამჭირდეს სახლის გაყიდვა, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ჩავალ სტრასბურგამდე – ამის შესახებ, დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის Facebook გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდნენ და ასევე, დედა სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი ოჯახის ადვოკატის გარეშე გახსნა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მას კომპიუტერი დალუქული აღარ დახვდა. თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა მოწყობილობიდან ამოღებული რაიმე ინფორმაცია. პარალელურად, გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი, მაგრამ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს მას, გაურკვეველია.

“რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....