ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინგას გუშინდელ კომენტარს ჩემს სტატუსზე მოყვა ტროლების და საჯარო მოხელეების დამლაიქებელთა არმია” – კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ მის მიერ “ტვ პირველის” მისამართით გაკეთებულ განცხადებას, კერძოდ კი ინგა გრიგოლიას კომენტარს საზოგადოების აჟიოტაჟი მოჰყვა.

“სავსე დამხვდა ჩატი-ვეცადე პერსონალურად მეპასუხა,მაგრამ შეუძლებელია !
მადლობა ყველას ვისაც ჩემი სიმართლის გჯერათ
სისტემასთან ბრძოლა მარტივი არაა,ის როცა თვითგადარჩენის რეჟიმშია,ყველა საცეცით გებრძვის .
ეს ბრძოლა გავიარე და ტროლ-ბოტების მუშაობის სპეციფიკაც ასე თუ ისე ვიცი !
ინგას გუშინდელ კომენტარს ჩემს სტატუსზე მოყვა ტროლების და საჯარო მოხელეების დამლაიქებელთა არმია.70 კაცი დავბლოკე,მათგან 56-ს წინასწარ ჰქონდა გამოგზავნილი მეგობრობის თხოვნა !
ასეთი მობილიზაცია ბერას დასაცავად გაგეკეთებინათ დალოცვილებო !
შეცდომები დამიშვია,მაგრამ ერთი რამე იცოდეთ-არასდროს უკან არ დავიხევ სიმართლისთვის ბრძოლაში,არანაირი ფულის და გარიგების გამო,არასოდეს მოგატყუებთ !!!
შაქარას მკვლელობის საქმეზე მორიგ სკანდალზე ვმუშაობ !
ასევე საქმეში არსებული ვიდეო ფაილების მეშვეობით(ნანახიც რომ არ გაქვთ ზოგიერთს)ამ კვირაში გრაფიკულად გაჩვენებთ რომელი მანქანა სად გადაადგილდებოდა ჩხუბის მომენტში ! ქოცვაჭარი ბიძა ისევ იტყუება-პროკურატურის სცენარით თუ შსს -ს ვარკვევ !”, – წერს კილაძე.

ცნობისთვის, გუშინ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, ელისო კილაძემ მიმართვა გაავრცელა და TV პირველის ჟურნალისტები და ტელეკომპანიის მფლობელი არაკოლეგიალურობაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....