“გიორგი ვაშაძე საკმაოდ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეა. სახელმწიფო სამსახურში მისგან ძალიან კარგი მენეჯერი დადგებოდა. საჯარო პოლიტიკა მაინც გასხვავდება სახელმწიფო სამსახურისგან, თუმცა ეს მისი არჩევანია – ამჯობინა საჯარო პოლიტიკა. ერთი სიტყვით, გიორგი ვაშაძე საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში, ხოლო რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, აქ უკვე რთულად არის საქმე, აქ შეფასება გამიჭირდებოდა, თუმცა ეს მათი არჩევანი და გადაწყვეტილებაა. არ მიმაჩნია, რომ ჩარკვიანისა და ვაშაძის მიერ ახალი საარჩევნო პროექტის ჩამოყალიბება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
ამის შესახებ ხუხაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიცია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.