“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში შესწავლილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი 2016-2019 წლებში.
“2018 წლის დასაწყისში მოხდა თანამდებობრივი სარგოს ზრდა, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 55%-ით, მოადგილის შემთხვევაში 68%-ით, მდივნის შემთხვევაში კი 69%-ით.
პრობლემას წარმოადგენს ის რომ საერთოდ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე ხდება სარგოს პროცენტულობის მატება, ან პერიოდულობა. პოზიტიური ტენდენცია არის ის, რომ ხდება პრემიის და დანამატის სიხშირის და მოცულობის კლება. უფრო ნაკლები სიხშირით და მოცულობით გაიცემა”,-განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ.