aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გაგიმარტივებთ ამოცანას: შაქარაშვილის ბიძის მიერ დასახელებული ყველა პირი ერთ მანქანაში ისხდა” – კილაძე

“აუ, ვიცი რომ წვალობთ და გაგიმარტივებთ ამოცანას: ქოცვაჭარი ბიძის მიერ დასახელებული ყველა პირი ერთ მანქანაში ისხდა. კაი სამი მისდევდა(საქმის მასალებში სიტყვა არ წერია,მაგრამ მაინც,)ის ორი პირი გზა რომ მოუჭრა,გზის მოსაჭრელად საიდან გაჩნდა ხიდის ქვეშ,პარაშუტით დაფრინდა ?! მთავარი კითხვა ძალაშია-გვამი მდინარეში როგორ მოხვდა? ხვალ ადგილზე გაჩვენებთ ქოცვაჭარ ბიძის ფაბულის აფსურდს ! და მერსედესზე რაო ?!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....