“მივმართავ „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს – ხელი ნუ წაგიცდებათ არჩევნების გაყალბებაზე. თუ ამას გააკეთებთ, პერსონალური სანქციები არ აგცდებათ. სახელმწიფო დეპარტმაენტის მხრიდან „დამსხვრეული ოცნებების“ რვაწლიან საქმიანობაზე პირდაპირი და ძალიან მძლავრი, მკაფიო გაფრთხილებაა არჩევნებთან და სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. გავიხსენოთ, რომ 15%-იან სანქციაზე სწორედ პომპეომ უნდა გააკეთოს მოხსენება სენატსა და კონგრესში, ამიტომ ძალიან მკაფიოა ეს გაფრთხილება. ეს არის მკვეთრი განაცხადი, რომელიც გაკეთებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
იგი გამოეხმაურა აშშ – ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარს.