ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რატომ ვერ ხერხდება კომპიუტერის ამდენ ხანს გახსნა? აქ შეიძლება მრავალი მიზეზი იყოს” – რამიშვილი

23 წლის დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ამ დრომდე ვერ მიიღო დრონისა და ვიდეოკამერების ჩანაწერები, რაც მისი თქმით, ეჭვის საფუძველია.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სახიფათოა რომ ვერ ხერხდება კომპიუტერის გახსნაც, რადგან შეიძლება ამას ინფორმაციის წაშლა მოყვეს.

“ეჭვის საფუძველი ძალიან ბევრია, რატომ ვერ ხერხდება კომპიუტერის ამდენ ხანს გახსნა. ჯერ ვერ ხერხდება ამ კომპიუტერის გახსნა. აქ შეიძლება მრავალი მიზეზი იყოს. სახიფათოა, შეიძლება ამას ინფორმაციის წაშლა მოყვეს. ამავდროულად ოჯახს აქვს თავისი პოზიცია და სრულად აინტერესებთ ინფორმაცია რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ჩემში აჩენს ეჭვს ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვერ მივიღე დრონის ჩანაწერები, ვერ მივიღე ამონაწერები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პირდაპირ გეუბნებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოძიებას დროზე შეეძლო ამოეღო ყველაფერი“, – აცხადებს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....