დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ადვოკატის და შესაბამისი სპეციალისტის თანდასწრების გარეშე გარდაცვლილი ქალის მანქანის დიაგნოსტიკა “არ უნდა გაბედონ”.
როგორც რამიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, ავტომობილის დიაგნოსტიკაზე არის დამოკიდებული მომავალი გადაწყვეტილებები.
„როგორც კი გამოძიება მაგას ჩემს გარეშე გაბედავს და გადადგამს მაგ ნაბიჯს ჩათვალეთ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს, ხელისუფლებას, დაეკისრება ყველას. პირადად მე, გამომძიებელს ვუთხარი და დავაფიქსირე, რომ არცერთი ექსპერტიზა, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი უჩემოდ, ჩემი თანდასწრებით და არა მხოლოდ ჩემი თანდასწრებით, სპეციალისტის, ვერ გაბედავენ და არც გაბედონ, რომ ამდაგვარი ქმედება განახორციელონ. ზუსტად მაგ დიაგნოსტიკაზე მაქვს მისაღები ჩემი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება და ინფორმაცია. ასეთი რაღაც არც გაბედონ. კარგად იცის გამომძიებელმა გიამ და ახლა, საჯაროდ მივმართავ, არც იფიქრონ მაგაზე. კარგად გაიხსენონ ჩვენი შეხვედრა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.