გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ.
როგორც ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ახალი ბრალდების წარდგენა საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისტანავე მოხდება.
„იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ. შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება განზრახ მკვლელობის ნაწილში.აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 109-ე, 143-ე, 225-ე მუხლების ნაწილში და ჯერჯერობით 109-3 მუხლი ცალკე გამოყოფილი არ არის.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.