ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სანამ ცოცხალი ვარ, ფეხზე დავდივარ, მაჩალიკაშვილს ხო ხედავთ არა, ცოცხალი თავით მე არ გავრჩერდები” – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა

სანამ მე ცოცხალი ვარ არ გავრჩერდები – ამის შესახებ, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, აქციის მოწყობის გამო მას სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, ლადო ბაჭუაშვილი აშანტაჟებდა.

“მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი, მეორე დღეს ვრეკავ მეუბნება ახლა ვმუშაობ ზუსტად მაგაზეო, მე ვუთხარი რა იქნა კომპიუტერი, ცოტა ხანში გადავურეკო. იძახა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იმყოფება შენი გოგოო და გათიშა ტელეფონი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ფეხზე დავდივარ, მაჩალიკაშვილს ხო ხედავთ არა, ცოცხალი თავით მე არ გავრჩერდები”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ოჯახის წევრების თქმით, ეს მოხდა სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან და თავი წარუდგინეს საქმის გამომძიებლად და უთხრეს: “რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია”. ასევე ისინი მოუწოდებდნენ რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.

ცნობისთვის, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ასევე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....