ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვინ ჩაუგდო ვახო ჩიქოვანს დაბადების დღიდან მარიამ ხატისკაცის და გიორგი შაქარაშვილის ერთად გადაღებული ფოტო?” – კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

“ვინ ჩაუგდო ვახო ჩიქოვანს დაბადების დღიდან მარიამ ხატისკაცის და გიორგი შაქარაშვილის ერთად გადაღებული ფოტო? ასე აღმოჩნდა დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად ვახო ჩიქოვანი და ნახალოვკის კლასტერი! მოყვებით თუ მოვყვე?!”

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....