ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, არასრულწლოვანი ნ.ქ. ბესელიას შვილის ადვოკატის ვახტან ქანაშვილის შვილია” – კილაძე

“არასრულწლოვანი ნ.ქ., რომელიც შაქარას მკვლელობის ღამეს ნიკა ჟვანიასთან ერთად გიგა ტატიაშვილის მანქანაში იჯდა, ეკა ბესელიას შვილის ადვოკატის ვახტან ქანაშვილის შვილია. კრიმინალების დასჯას არ ითხოვს ეკა მართალი?!”

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....