გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაასახელა ის სამართალდამცველი რომელმაც მას უთხრა რომ “მისი შვილი შარში იყო”.
როგორც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ჟუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, აღნიშნული პირი, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომელი ლადო ბაჭულაშვილია.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვეს. მათ ბაჭულაშვილი პოლიციის შენობაში არ დახვდათ.
ასევე რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.