ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მეჯართე, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, სინამდვილეში ცნობილი კრიმინალია და ვაზისუბანში შაქარაშვილის მეზობლად ცხოვრობს” – კილაძე

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კილაძე წერს, მეჯართე, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, სინამდვილეში ცნობილი კრიმინალია და ვაზისუბანში შაქარაშვილის მეზობლად ცხოვრობს.

“კიდევ ერთი სკანდალი: მივმართავ მწყემსცენტრს-ოფიციალურ განცხადებაში მეჯართე ლ.ყ. რატომ არის ინიციალებით მოხსენიებული? იმიტომ ხომ არა,რომ სინამდვილეში ცნობილი კრიმინალია და ვაზისუბანში შაქარაშვილის მეზობლად ცხოვრობს?! ტეროტორიაც შეგნებულად გადაწვა და არა ნაპერწკლით ! და სხვა მსგავს საქმეშიც ფიგურირებს !” – წერს კილაძე

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....