ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კომპიუტერის გახსნა ვერ ხერხდება, მაგრამ მცდელობები იქნება” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა გამოძიებას მის გასახსნელად გარკვეული მცდელობები ექნება – ამის შესახებ, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატი პროკლურატურას რამდენიმე დღეს აძლევს, რათა მას საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადასცენ.

“რეკომენდაცია არის, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა ჩატარდეს. როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ ვერ ვარ ვართ ექსპერტიზის თვალსაზრისით წინ წასული, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს, მაგრამ რაღაც მცდელობა იქნება, რომ გაიხსნას კომპიუტერი.

ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს არის ჩემი შუამდგომლობა რომელიც დავაყენე და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ რამდენიმე დღეს ვაძლევ გამოძიებას, რომ დაუყოვნებლივ შეწუხდეს პროკურატურა და ის მასალა, რაც არის მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ მომაწოდოს, თორემ მე უკვე სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....