გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ის ბაჩალიაშილის მამასთან ერთად დღეს დაასახელებს პირს ან პირებს, რემლებსაც ჰქონდათ კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახთან, ვიდრე ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
მიხეილ რამიშვილი და თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ამ წუთებში რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან
“ჩვენ მოვედით იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, რომელმაც უთხრა ოჯახს კომპიუტერთან დაკავშირებით, რომ პრობლემაშია მისი გოგო და რომლებმაც უთხრეს, რომ რა საჭირო იყო ეს აქციებიო. ეს ადამიანები დასახელდებიან და ესენი არიან პოლიციის მაღალჩინოსნები,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.