ციტატა

“გაერთიანებაში ერთად სწორედ ძალაუფლების წყურვილის მიზნით იყვნენ, თავისი სახე წარმოაჩინეს და დაიშალნენ”- სესიაშვილი

“პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია” ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენდა, რადგან „მტერი და მოყვარე ერთად იყო”. ერთად სწორედ ძალაუფლების წყურვილის მიზნით იყვნენ. მათში ეს სურვილი არ გაქარწყლებულა, მაგრამ ამ ფორმით თავისი სახე წარმოაჩინეს და დაიშალნენ, რაც მათი არჩევანია. „ქართულ ოცნებას” ნაკლებად აინტერესებს, ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები მიმდინარეობს.”

ირაკლი სესიაშვილი  – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნულით სესიაშვილი “ძალა ერთობაშია”-დან გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას გამოეხმაურა.  

შეგახსენებთ, რომ “ახალმა საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ძალა ერთობაშია” დატოვეს. მათ ახალი  პლატფორმა – „სტრატეგია აღმაშენებელი“  დააფუძნეს.

იტვირთბა....