გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შუამდგომლობით მომართავს.
ადვოკატი თენგიზ ბარბაქაძის აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობის შეცვლას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს.
“არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, შევდივართ გირაოთი. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასმართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება,”- აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი გაიმართება საქმის იმ ფიგურანტებტან დაკავშირებით, რომლებიც აგარაის ეპიზოდში მონაწილეობდნენ.
ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული.