ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახვლედიანის მესამე ჩვენებით ირკვევა, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა შაქარაშვილს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა

19 წლის ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების თანახმად, გიორგი შაქარიშვილს ხევში ბრალდებული არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზს რევაზიშვილი არ მისდევდნენ. ახვლედიანის თქმით, მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

იგი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, მესამე  ჩვენებაში დეტალურად იხსენებს 19 ივნისის  ღამეს მომხდარს. ჩვენებაში ვკითხულობთ. რომ ,, ტოიოტა ქემრის’’ ავტომობილი არაგვის ხიდის მიმდებარედ გაჩერდა.

ახვლედიანი ჩვენებაში ყვება, რომ მდევრები შაქარიშვილსახვლედიანსა და მათთან მყოფ პირებს გინებით მისდევდნენ. გამოძიების კითხვაზე, თუ რითი ხსნის, წინა ორ ჩვენებასთან შედარებით ახლა უფრო მეტი დეტალის დაზუსტებას, იგი პასუხობს, რომ მაშინ აღელვებული იყო.

იტვირთბა....