ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვლოცულობ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ განხორციელდეს პრაქტიკაში” – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის მორიგ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„როგორც ვიცი, დონბასის მხარესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება მინსკში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მიერ გადაწყდა. ვლოცულობ, რომ შეთანხმება საბოლოოდ განხორციელდეს პრაქტიკაშიც, მათ შორის არის ეფექტური განიარაღებისა და განაღმვის პროცესის დაწყება. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და შერიგებისთვის საფუძვლის ჩაყრა, რაც ასე აუცილებელია და რასაც ხალხი დიდი ხანია ელის“, – აღნიშნა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში, დონბასის რეგიონში სამხედრო კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს მომლაპარაკებლებს შორის 22 ივლისს, მინსკში, მიღწეული შეთანხმების შედეგად, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგი შეთანხმება 27 ივლისიდან ამოქმედდება.

იტვირთბა....