ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, გვიან ღამით 35 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ორ საათზე მოხდა.
კაცს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს. დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.