ახალი ამბები მთავარი სამართალი

წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 324,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის(3,300 კგ.) ნაკეთობები გამოავლინეს.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....