“როდესაც ჩავერთე საქმეში მამამ მითხრა, რომ იმ პერიოდში, როცა მას სამართალდამცავ ორგანოებთან ჰქონდა შემხებლობა და ინტენსიურად იღებდა ინფორმაციას, დაუკავშირდნენ პირები, არა ერთი არამედ რამდენიმე და ერთ-ერთმა უთხრა, რომ მათ გახსნეს კომპიუტერი და მისი გოგო იყო შარში. შემდგომში სხვამ უთხრა, რომ კომპიუტერი არ იყო გახსნილი, მეორემ უთხრა, რომ ყო გახსნილი. მერე რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით, ხომ მოვილაპარაკეთო… ძალიან ისეთი, შანტაჟის, ვაჭრობის მაგვარი საუბრები იმართებოდა გაურკვეველი და ცოტა უცნაური ფორმის საუბრები იყო”.
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატი
ამის შესახებ რამიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.