“…ხელისუფლება დაცინვით უდგებოდა კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას და ირწმუნებოდა, რომ ეს მხოლოდ რომელიღაც ქვეკომიტეტის ინიციატივაა და ამას კონგრესი არ მიიღებს.
დაამტკიცეს აგერ. თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, ამაზე არის დამოკიდებული ამ ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის ბედი. დროა, რომ ეს კარგად შეიგნონ…”
რომან გოცირიძე, პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გამოყოფილი 132 $ მილიონიანი დახმარებიდან, 15% არ გაიცემა იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს.