ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შემცირებაზე აქტი ძალაში დატოვა

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გამოყოფილი 132 $ მილიონიანი დახმარებიდან, 15% არ გაიცემა იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს.

იმისათვის, რომ საქართველომ დახმარება სრულად მიიღოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ უნდა დადგინდეს:

– საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს;
– ებრძვის კორუფციას;
– იცავს კანონის უზენაესობას კერძო სექტორთან მიმართებაში;
– უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებელი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

“იმისათვის რომ საქართველომ ეს დახმარება მიიღოს სრულად და არ დაუკავდეს 15%, ამისათვის სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს რომ საქართველოს ხელისუფლება:

– ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას;

– იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც;

– ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით;
იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;

– ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე”, – ნათქვამია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

პირობების შესრულება-შეუსრულებლობის შედეგად გადაწყდება, შეუმცირებს თუ არა პარტნიორი ქვეყანა საქართველოს დახმარებას 15%-ით.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო კომიტეტმა ამ ინიცირებას კენჭი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში უყარა, ახლა კი უკვე წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტის სახით.

იტვირთბა....