მთავარი ციტატა

“ეს არის ჩვეულებრივი ტაბლეტები, რომლებსაც რეცეპტი არ სჭირდება” – მარიამ ჯიშკარიანი ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ აბებზე

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ჩვეულებრივი ტაბლეტები, რომლებსაც რეცეპტი არ სჭირდება. რაც შეეხება ამ ტაბლეტებს, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, გაცხადდა, რომ ეს ტაბლეტები აღმოჩნდა შემთვხვევის ადგილზე”

მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” დირექტორი

“მთავარი არხი”, “დღის სტუმარი”

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოღებულ მედიკამენტებს 20 აბი აკლდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....