თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ვირუსი 224 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 5 580-ს აღწევს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსისგან უკვე 207 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.