“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მისი ტელეფონის ნომერი დაბლოკილია და პატიმრები მას ვეღარ უკავშირდებიან. ამის შესახებ იგი “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
“ციხეებში ჩემი ტელეფონის ნომერი დაუბლოკავთ, პატიმრები ვეღარ მირეკავენ, აღარც წერილები მოდის!
ქ-ნო მინისტრო, (თეა წულუკიანი) რა ხდება?! ჩააბარეთ ციხე ქურდებს?!” – წერს ელისო კილაძე.