“შსს-ს მხრიდან ეს მოძრაობა არის ჭირისუფლის შანტაჟი, რომ არ გაქექოთ ზედმეტად, თორემ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებთო. ეს არის ძველი “კაკებეშნიკური” მეთოდი, როდესაც არ უნდათ საქმის გამოძიება, მიცვალებულზე იწყება გარკვეული მასტიგმატიზებელი თუ მაკომპრომატირებელი დეტალების გამოჩიჩქვნა თუ აქცენტირება იმ მინიშნებით ჭირისუფლისთვის, რომ არ იხმაუროთ ზედმეტად, თორემ თქვენ ამ ზედმეტი ხმაურით უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებით. ეს არის უკიდეგანოდ ამორალური მოქმედება.”
ანა ნაცვლიშვილი – “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.