მთავარი ციტატა

“საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, დატოვა წერილი, შეიძინა წამლები” – რამიშვილი შსს-ზე

„ასე პირდაპირ მიმართება, რომ ფსიქოლოგის დაიკითხა და ახლა ამას იმიტომ არ ვასაჯაროებთ, რომ ოჯახის მდგომარეობა გვესმის, ამაზე აპელირება ცოტა უხერხულია საგამოძიებო უწყების მხრიდან. ასეთ აზრს მიჩენს ეს, რომ საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა იმიტომ, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები, რომ მზაობა გვქონდეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“.

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....